რეალის სამწვრთნელო შტაბი მბაპეს თამაშით უკმაყოფილოა | Relevo
მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბი, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით, კილიან მბაპეს თამაშით უკმაყოფილოა.
კერძოდ, როგორც Relevo წერს, ფრანგ თავდამსხმელს არ სურს გუნდზე იმუშაოს და მონაწილეობა მიიღოს თავდაცვაში.
გამოცემის მტკიცებით, ანჩელოტიმ მბაპეს მიმართ პრეტენზია „ბარსელონასთან“ მარცხის (0:4) შემდეგ გამოთქვა.
ფიზიკურ მომზადებაში მწვრთნელების მონაცემებით, მბაპემ ელ კლასიკოს დროს მხოლოდ 8 კილომეტრი ირბინა და არ მონაწილეობდა პრესინგში ისე, როგორც დანარჩენი მოთამაშეები.
„ცალკე აღსანიშნავია, რომ ფრანგი ფეხბურთელის პასიურობის გამო, შავი სამუშაოს დიდი ნაწილი გუნდის ნახევარმცველს, ჯუდ ბელინგემს დააწვა ტვირთად, რაც მას ხელს უშლის აჩვენოს თავისი ძლიერი მხარეები. ამ დროისთვის სამწვრთნელო შტაბი პრობლემის გადაჭრის გზებს განიხილავს“, - წერს Relevo.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე „რეალში“ 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონზე, 25 წლის ფორვარდის ანგარიშზე 7 გოლი და 2 ასისტია.