ჩემი თამაში მომეწონა - მამაცაშვილის პირველი 90 წუთი შვედეთში
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მარცხენა მცველმა საბა მამაცაშვილმა შვედურ „სირიუსში’’ სასტარტოში მეორედ ითამაშა და ეს პირველი მატჩი იყო, როცა მოედანზე 90 წუთი გაატარა. მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი კლუბის პრესსამსახურს ესაუბრა.
„კარგი და რთული მატჩი იყო, 1:1 დასრულდა, ჩემი თამაში მომეწონა, საუკეთესო არ იყო, მაგრამ შესაძლოა კარგად ვითამაშე. ბედნიერი ვარ, რომ 90 წუთი მინდორზე ვიყავი, მაგრამ გამარჯვება მსურდა. მადლობა ქომაგებს, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ ამ მატჩში''.
„სირიუსი’’ – „მიალბის’’ მატჩი 1:1 დასრულდა, გაშვებული გოლისას მამაცაშვილს მეტი ყურადღება მართებდა, თუმცა შემდეგ შეტევაში იაქტიურა და მის ჩაწოდებას გოლი მოჰყვა.
შვედეთის უმაღლეს ლიგაში, 16-გუნდიან ჩემპიონატში „სირიუსი’’ 41 ქულით მე-9 ადგილზეა.
შეგახსენებთ, მამაცაშვილი შვედურ კლუბში გასულ ზაფხულში გადავიდა, ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდა, საწყის ეტაპზე სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. ამ საკითხზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემაც ისაუბრა, თუმცა ახლა საბას მეტი სათამაშო დრო აქვს და ხორვატიასთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრას უთამაშებელი არ შეხვდება.