როი ჯონსი: ტაისონს პოლის დანოკაუტება შეუძლია - ის ძალიან სახიფათოა
ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, როი ჯონსმა მაიკ ტაისონისა და ჯეიკ პოლის მოახლოებულ ბრძოლაზე ილაპარაკა.
ჯონსი მიიჩნევს, რომ ტაისონს პოლის დამარცხება შეუძლია.
„მაიკი ჯერ ისევ ძლიერია და ძალიან სწრაფი თავისი ასაკისთვის. ერთ მომენტში მას შეუძლია პოლი დაიჭიროს და დაანოკაუტოს. მაიკი ძალიან სახიფათო და არაპროგნოზირებადია, მიუხედავად იმისა, რომ ის არც ისე ახალგზრდაა“, - თქვა როი ჯონსმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ტაისონისა და პოლის ჩხუბი 20 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ შემდეგ ის 15 ნოემბრამდე გადაიდო. მიზეზი ის გახდა, რომ ტაისონს წყლული გაუმწვავდა.
ჯეიკ პოლი ყოფილი იუთუბერია, რომელმაც პროფესიონალური მოკრივის კარიერა დაიწყო და 10 ბრძოლა აქვს გამართული.
ცნობისთვის, ჯეიკ პოლს ნეით რობინსონის, ბენ ასკრენის, ტაირონ ვუდლის, ანდერსონ სილვას, ტომი ფიურის, ნეით დიასის, ანდრე ოგუსტისა და რაიან ბურლანდის წინააღმდეგ უჩხუბია. მას ერთი მარცხი აქვს და ტომი ფიურიმ მოუგო. ტაისონს რაც შეეხება, მან ბოლოს 2020 წელს, როი ჯონს ჯუნიორის წინააღმდეგ იჩხუბა.