ილია თოფურია, შავკატ რახმონოვი
Aa
Aa

„ცალი ხელით ვეჩხუბები“ | შავკატის პოსტი ილია თოფურიაზე

UFC-ის ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, შავკატ რახმონოვმა ილია თოფურიასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. 30 წლის ყაზახმა „ინსტაგრამის“ სთორიში ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ შეუძლია, „ელ მატადორს“ ცალი ხელით ეჩხუბოს.

„გავიგე, რომ თოფურიას ჩემთან ბრძოლა უნდა. შემიძლია, მას ცალი ხელით ვეჩხუბო“, - დაწერა შავკატმა ფოტოზე, რომელზეც პლაჟზე იმყოფება და უცნობ ადამიანს, რომელსაც ილიას სახის ფოტო დაადო, მტკივნეულ ილეთს უკეთებს.

ცნობისთვის, შავკატს კარიერაში 18 ორთაბრძოლა გაუმართავს და საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე არც ერთხელ მიუყვანია. ყაზახმა მებრძოლმა რვაჯერ ნოკაუტით იმარჯვა, 10-ჯერ კი მეტოქეები მტკივნეულ ან მახრჩობელა ილეთზე დაიჭირა. შავკატს საჩემპიონო ქამრისთვის ბელალ მუჰამედთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ ეს უკანასკნელი ტრავმის გამო, ოქტაგონზე ვერ გავა.

სხვათა შორის, მაქს ჰოლოუეისთან გასამართ ბრძოლამდე, ილიამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ბელალის დამარცხება მარტივად შეუძლია და მისთვის რთული მეტოქე სულაც არაა. თავის მხრივ, მუჰამედი დარწმუნებული იყო, რომ „დალოცვილი“ „ელ მატადორს“ მოუგებდა და ბელალსა და თოფურიას შორის, სოციალურ ქსელებში დაპირისპირებაც გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩავიდეს დაღესტანში და ნახავთ, რასაც შეძლებს“ - მახაჩევის მწვრთნელი თოფურიაზე
„ჩავიდეს დაღესტანში და ნახავთ, რასაც შეძლებს“ - მახაჩევის მწვრთნელი თოფურიაზე