გახურდა მაგრამ არ უთამაშია | გოგა ბითაძის ორლანდო დალასთან განადგურდა
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მესამე თამაში წააგო. „ჩიკაგო ბულსისა“ და „კლივლენდ კავალიერსის“ შემდეგ, „ორლანდო“ დასავლეთ კონფერენციის წარმომადგენელს დაუპირისპირდა და „დალას მავერიქსთან“ 85:108 განადგურდა.
ბითაძეს კუნთის დაჭიმულობა აწუხებს. გოგა გახურდა, მაგრამ სათამაშო დრო არ მიუღია, მისი გუნდის პრობლემები კი გრძელდება. „დალასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო სასტარტო ხუთეულის ცენტრმა და ბითაძის კონკურენტმა, უენდელ კარტერ ჯუნიორმა და პარკეტის დატოვება მოუწია, პაოლო ბანკერომ კი ზედიზედ მეორე შეხვედრა გამოტოვა.
Here’s #Magic center Goga Bitadze (left foot tendon strain) going through his pre-game routine. As mentioned before, a decision about his availability will come after warm-ups. https://t.co/ipBPcCN1eQ pic.twitter.com/SKvqJl8Jch
— Jason Beede (@therealBeede) November 3, 2024
„მეჯიქის“ რიგებში ყველაზე მეტი, 13 ქულა ფრანც ვაგნერმა ჩააგდო. ჯეილენ საგსსა და მორიტც ვაგნერს 10-10 ქულა ჰქონდათ. „მავერიქსს“ 32 ქულით, 9 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით ლუკა დონჩიჩმა ულიდერა. კაირი ირვინგს 17 ქულა ჰქონდა, დენიელ გაფორდს - 18.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ ანგარიშზე სამი მოგება და 4 წაგებაა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე გახლავთ. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს, „ოკლაჰომა სითი თანდერის“ წინააღმდეგ გამართავს და ამ მატჩში გოგას თამაში საეჭვოა.