ალექსანდრ ზვერევი
Aa
Aa

პარიზის მასტერსი ზვერევმა მოიგო

პარიზის მასტერსის გამარჯვებული ალექსანდრ ზვერევი გახდა.

გერმანელი ჩოგბურთელი ფინალში ფრანგ უგო უმბერს დაუპირისპირდა და ანგარიშით 6:2, 6:2 დაამარცხა. მატჩში 1 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა.

ზვერევმა მიმდინარე წელს მეორე და კარიერაში რიგით მე-7 მასტერსი მოიგო. გერმანელმა ATP-ის ტურნირების ფინალებში სულ 23-ჯერ გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის მასტერსის საპრიზო ფონდი 5 950 575 ევროს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ტიტული 2021 წლის შემდეგ - ბასილაშვილმა სეულის ჩელენჯერი მოიგო
პირველი ტიტული 2021 წლის შემდეგ - ბასილაშვილმა სეულის ჩელენჯერი მოიგო