ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„თოფურიას დარტყმის ძალა სხვა მებრძოლებისგან არ განსხვავდება“ - მაქს ჰოლოუეი

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში, ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, მაქს ჰოლოუეიმ განვლილი ბრძოლა კიდევ ერთხელ გაიხსენა და განაცხადა, რომ ქართველ მებრძოლს მისთვის განსაკუთრებული არაფერი შეუთავაზებია.

რას ამბობს ჰოლოუეი:

„ყველა ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ ძლიერად ურტყამს თოფურია, მაგრამ მისი დარტყმები იმ მებრძოლების დარტყმებიდან არაფრით განსხვავდება, რომლებსაც წარსულში შევხვედრილვარ“.

„დიახ, მან მომარტყა, მაგრამ ეს სიგიჟე არ ყოფილა. დღის ბოლოს ისევ ისე ვიყავი, როგორც ოქტაგონზე შესვლამდე, თავს კომფორტულად ვგრძნობდი. იმ დღეს კარგი დარტყმები მქონდა და ბრძოლა კომფორტულად მიმყავდა. ვცდილობდი რაღაცების შეთავაზებას, ზოგი გამომდიოდა, ზოგიც კი არა. რაც მოხდა, ეს რისკის ბრალი იყო. ზოგჯერ რისკი დიდ ჩავარდნას იწვევს და ზუსტად ეს მოხდა“.

„იმოქმედა თუ არა წონის კლებამ? არა. წონაში კარგად, უპრობლემოდ დავიკელი, ეს მიზეზი არ ყოფილა. ჩემს მეუღლეს და ექიმებსაც ვუთხარი, რომ ეს მარტივად მოხდა. ახლა გულწრფელად გეტყვით, რომ ქვემსუბუქ წონაში ჩხუბი აღარ მინდა. 155 ფუტში ავალ და ჩემს კარიერაში ახალ თავს დავიწყებ. 33 წლის ვარ, ვბერდები და მინდა, ორგანიზაციაში ახალი კვალი დავტოვო“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბი უმარს: თითოეული ტყუილისთვის ცხვირ-პირს დაგიმტვრევ
მერაბი უმარს: თითოეული ტყუილისთვის ცხვირ-პირს დაგიმტვრევ