ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ბოიკოტი გრძელდება - რეალი უეფასთან აღარ კონტაქტობს

როგორც ჩანს მადრიდის „რეალსა“ და უეფას შორის დაძაბული ურთიერთობა კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. ყველასთვის კარგად არის ცნობილი - როგორცკი „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელებმა შეიტყვეს, რომ მათი ვარსკვლავი ვინისიუსი „ოქროს ბურთის“ გარეშე რჩებოდა, პარიზში გამართულ გალა-დაჯილდოებაზე თავისი წარმომადგენლები საერთოდ არ გაგზავნეს.

MARCA-ს მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით კი, „ბლანკოსმა“ ევროპულის ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან და France Football-ის მესვეურებთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა. უეფაში მადრიდელებმა გააგზავნეს წერილი, რომ ფორმალურ ურთიერთობას მხოლოდ იმის გამო ინარჩუნებენ, რომ მათი ეგიდით გასამართ ჩემპიონთა ლიგაზე უწევთ ასპარეზობა, თორემ სხვა საკითხებთან დაკავშირებით ამ ორგანიზაციასთან კოლაბორაცია გამორიცხულია. ისიც ირკვევა, რომ როგორც „რეალის“ შეფებს, ასევე თავად ვინისიუსს დაკარგული აქვთ იმის იმედი, რომ ბრაზილიელი მომდევნო წელს „ოქროს ბურთს“ მიიღებს, რადგან თვლიან, რომ ის ამ სეზონში არასაფეხბურთო მიზეზების გამო დააიგნორეს.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი ესპანელი ნახევარმცველი როდრი გახდა, თუმცა ჯილდოების გარეშე არც მადრიდელები დარჩნენ - „რეალი“ წლის საუკეთესო გუნდად, ხოლო მისი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როდრის ყველა პატივს სცემს, ვინისიუსს კლასი დააკლდა“ - ნევილი ოქროს ბურთზე
„როდრის ყველა პატივს სცემს, ვინისიუსს კლასი დააკლდა“ - ნევილი ოქროს ბურთზე