ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დიდ მატჩებში მისგან უფრო მეტს ველით“ - იტალიური მედიის შეფასება

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დაუპირისპირდა და უშანსოდ, 0:3 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლიტანელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. ანტონიო კონტემ ქართველი შემტევი 71-ე წუთზე, დავიდ ნერეშით შეცვალა.

კვარას მომენტები ატალანტასთან:

შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.

რას წერენ სააგენტოები:

Calcionapoli24 – 5 ქულა: არ ვიცით, სამურაი ოდესმე ყოფილა თუ არა საქართველოში, მაგრამ თავიდანვე დაიწყო დარტყმა ისე, რომ ჭრა შიგნიდან დაიწყო, თითქოს კატანა იყოს. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისში ხდებოდა. სხვაგვარად, ის უღიმღამო იყო, როგორც დანარჩენი თანაგუნდელები, რომლებიც მას მხარს ვერ უბამდნენ.

Calcionapoli1926 – 5.5 ქულა: პოლიტანოსთან და მაკტომინეისთან ერთად ცდილობდა, რომ პირველ ტაიმში „ნაპოლის“ თამაშისთვის მეტი ელფერი მიეცა, მაგრამ ხშირად მარტოხელა მოქმედებებში ხვდებოდა და სივრცის ძიებაში ჩიხში ბევრჯერ აღმოჩნდა. იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ტაიმში გუნდი მეტოქის ნახევარზე უფრო მეტად ჩანდა, ის პირიქით, უფრო გაქრა.

Sport.Virgilio – 5 ქულა: პირველი ტაიმის განმავლობაში, აჩქარებების დროს თითქოს მორიდებული იყო და წარუმატებელი დრიბლინგები ჰქონდა. მეორე ნახევარში საერთოდ არ ჩანდა.

Tuttonapoli – 5 ქულა: ბევრს იბრძოდა, მაგრამ სპექტაკლისთვის სწორი მოქმედების გამონახვა ვერ შეძლო. დიდ მატჩებში მისგან უფრო მეტს ველით.

Tuttomercatoweb – 5 ქულა: იშვიათად ხდებოდა, როდესაც ხაზებს შორის ბურთის შეტანას ახერხებდა. ზაპაკოსტა მის შეტევებს ბრწყინვალედ უმკლავდებოდა.

მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 11 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი 11 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 25 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 10 ნოემბერს, სტუმრად „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენგან ამას არ ველოდი...“ - ილიამ კრიშტიანუს საკადრისი პასუხი გასცა
„შენგან ამას არ ველოდი...“ - ილიამ კრიშტიანუს საკადრისი პასუხი გასცა