ილია თოფურია, არნოლდ ალენი
Aa
Aa

“ჰოლოუეის დანოკაუტება არ გამკვირვებია“ - ალენი თოფურიაზე

ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლიდან უკვე ზუსტად ერთი კვირა გავიდა, თუმცა ჯერჯერობით ისევ ყველა UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის უკვე ორგზის ჩემპიონსა და მის შთამბეჭდავ გამოსვლაზე საუბრობს. არიან ისეთები, რომლებიც „ელ მატადორს“ ისე ვერ აფასებენ, როგორც საჭიროა, მაგრამ უმრავლესობა მაინც 27 წლის ქართველის გამარჯვებას კანონზომიერებად თვლის.

„ელ მატადორის“ შეხვედრაზე კომენტარი არნოლდ ალენმაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ არათუ თოფურიას გამარჯვება არ გაჰკვირვებია, არამედ იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ ქართველი მებრძოლი ჰოლოუეის ნოკაუტში გაგზავნიდა. შეკითხვაზე, თუ რატომ ფიქრობდა ასე, ბრიტანელმა სპორტსმენმა კონკრეტული პასუხის გაცემა არ ისურვა და აღნიშნა, რომ მისი აზრის სისწორეზე ილიას ბოლოდროინდელი ჩხუბები მეტყველებს.

შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული 23 ბრძოლიდან ალენმა 20-ში გაიმარჯვა. ბოლოს ის UFC-ში ივლისში გიგა ჭიკაძეს შეხვდა და ქართველი მეტოქე მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. „ნინძასთან“ დაპირისპირებამდე ალენს ზედიზედ ორი წაგება ჰქონდა - ის ჯერ მოვსარ ევლოევთან, ხოლო შემდეგ მაქს ჰოლოუეისთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამარცხვინოა“ | ჭიკაძისა და ალენის დაპირისპირება სოც ქსელებში
„სამარცხვინოა“ | ჭიკაძისა და ალენის დაპირისპირება სოც ქსელებში