“საკმარისია ამდენი ლაპარაკი“ - უმარმა მერაბს მიმართა
სოციალურ ქსელში არ წყდება მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირება.
ექსპერტები დვალიშვილის მომდევნო მეტოქედ სწორედ უმარს მოიაზრებენ. ეს ფაქტი კი ორი მებრძოლის დაპირისპირების მიზეზი გახდა.
უკანასკნელად, მერაბ დვალიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ თუ UFC-ს სურს, რომ უმარს ებრძოლოს, მაშინ ამას გააკეთებს. მეტიც, ქართველმა ნურმაგომედოვს მიმართა და ყველა ტყუილის გამო თავ-პირის დამტვრევით დაემუქრა.
რამდენიმე საათის წინ, თავად უმარმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა, საიდანაც ვიგებთ, რომ რუსი მებრძოლი სტატუსების წერით დაიღალა.
რას წერს უმარი?
„მთავარი მიზეზი ჩემი ამ განცხადებების მიღმა არის ის, რომ დრამით დავიღალე. თუ ჩვენ უნდა ვიჩხუბოთ, მაშინ დათანხმდი! თუ არა, მაშინ აირიდე იქამდე, სადამდეც შეგიძლია. საკმარისია ამდენი ლაპარაკი.“
The reason behind all these statements is that I’m tired of the drama. If we’re going to fight, then accept the fight. If not, avoid it as long as you can. But enough with the talking.
— Umar Nurmagomedov (@UNmgdv) November 2, 2024
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, მერაბ დვალიშვილი შონ ო’მალის დაუპირისპირდა, უშანსოდ დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა.