პირველი ტიტული 2021 წლის შემდეგ - ბასილაშვილმა სეულის ჩელენჯერი მოიგო
სეულის ჩელენჯერის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონელ ტარო დანიელს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, ორ სეტში 7:5 6:4 დაამარცხა.
ქართველმა ჩოგბურთელმა 2021 წლის შემდეგ, პირველი ტიტული მოიგო, კარიერაში კი მე-6. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა პირველი სეტი ცუდად დაიწყო. 2:5-საც აგებდა, მაგრამ მატჩში დაბრუნება შეძლო და ზედიზედ ორჯერ შესრულებული ბრეიკის შემდეგ, სეტებს შორის დაწინაურდა.
მეორე სეტიც რთული გამოდგა, მაგრამ ამჯერად ბასილაშვილი გამუდმებით წინ იყო. ქართველმა პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.
მატჩის მიმდინარეობისას, ბასილაშვილმა 10 ეისი შეასრულა, საპირისპიროდ კი იაპონელმა მხოლოდ 1.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ნიკოლოზმა 2021 წლის შემდეგ, პირველი ტიტული მოიგო. უკანასკნელად მან 2021 წლის 21 აპრილს მიუნხენის ღია პირველობა მოიგო. სეულში გამარჯვებით კი 100 სარეიტინგო ქულა დაიწერა და ATP რეიტინგში ორშაბათიდან დაახლოებით 214-ე ადგილს დაიკავებს.