საბას კარგი მატჩი ჰქონდა - ატლანტამ ინტერ მაიამის მოუგო და წინ მესამე მატჩია
MLS-ის პლეი-ოფის მერვედფინალში ატლანტამ განმეორებით მატჩში ინტერ მაიამის უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა.
THAT'S HOW WE DO IT IN ATLANTA.#UniteThe404 pic.twitter.com/6JrzS5Z4UZ
— Atlanta United FC (@ATLUTD) November 3, 2024
როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა საბა ლობჟანიძე, რომელსაც საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა.
ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის მიმდინარეობისას ორი საკვანძო პასი გააკეთა, კარში ორჯერ დაარტყა, საიდანაც ერთხელ ბურთი კარის ძელს მოხვდა. 26 პასიდან ზუსტი 20 ჰქონდა(77%).
ანგარიში მე-40 წუთზე მარტინესმა გახსნა და ინტერ მაიამი დააწინაურა. პირველი ტაიმი დევიდ ბექჰემის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ნახევარში მასპინძლები გააქტიურდნენ. 58-ე წუთზე უილიამსმა წონასწორობა აღადგინა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მატჩი ფრედ დასრულდებოდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე სილვამ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, სერიაში ანგარიში გათანაბრდა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება საკუთარ კედლებში ინტერ მაიამიმ 2:1 მოიგო. მომავალი და გადამწყვეტი შეხვედრა 10 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 05:00-დან დაიწყება.