ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს ორი განსხვავებული ტაიმი | სენტ-ეტიენმა სტრასბურგს მოუგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურში „სენტ-ეტიენმა’’ შინ „სტრასბურგს’’ 2:0 მოუგო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 51-ე წუთზე მიკაელ ნადემ გახსნა, 79-ე წუთზე სისოკომ „სენტ-ეტიენის’’ უპირატესობა განამტკიცა.

მასპინძელთა შორის პირველ ტაიმში ერთ-ერთი საუკეთესო ზურიკო დავითაშვილი იყო, თუმცა მეორე ნახევარი აშკარად ჩააგდო. პირველ ტაიმში ბევრს მოძრაობდა, ცდილობდა შეტევები გაემწვავებინა და კარისკენ დარტყმის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა. როგორც გასულ შეხვედრებში, ამჯერადაც იცვლიდა ფლანგებს, ცენტრშიც შედიოდა. მოკლედ, გუნდის ლიდერია, თავისუფლება აქვს და ამასთან ერთად ფიზიკურად კარგად მომზადებულია, თუმცა მეორე ტაიმში მის თამაშს სიმწვავე აკლდა, შეტევაში ინერტული იყო. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში იყო მომენტი, როცა ცენტრში შევიდა და ბრწყინვალე გადაცემით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა მან ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

დავითაშვილის საუკეთესო მომენტები

ლიგა 1-ის ამ სეზონში ზურიკომ 10-ვე მატჩი სასტარტოდან დაიწყო, მის აქტივში ხუთი გოლი (ჰეთ-თრიკი „ოსერთან’’, დუბლი „ანჟერთან’’) და 2 საგოლე პასია („ლილთან’’ და „ნანტთან’’).

მომდევნო ტურში, 10 ნოემბერს, „სენტ-ეტიენი’’ „ლიონს’’ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები