ოფიციალურად - კონფლიქტის შედეგად, მარსელომ ფლუმინენსე დატოვა
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ მარსელოსა და ფლუმინენსეს შორის კონტრაქტი შეწყდა.
ამის მიზეზი ლეგენდარული ბრაზილიელისა და ფლუმინენსეს მთავარი მწვრთნელის მანო მენეჟეზის კონფლიქტია. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ახლა მარსელო თავისუფალი აგენტია.
შეგახსენებთ, რომ ამპლუით მარცხენა მცველი მშობლიურ კლუბს 2023 წელს ოლიმპიაკოსის დატოვების შემდეგ შეუერთდა.
ასევე გეტყვით, რომ მარსელომ საფეხბურთო კარიერა სწორედ ფლუმინენსეში დაიწყო. 2002 წელს აკადემიაში ჩაირიცხა, ხოლო პირელ გუნდში 2005/2007 წლებში თამაშობდა. 2007 წელს კი მადრიდის რეალში გადავიდა, სადაც წარუშლელი კვალი დატოვა.