ალექსანდრ ზვერევი, უგო ჰუმბერტი
Aa
Aa

პარიზის მასტერსი - ფინალისტების ვინაობა ცნობილია

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მასტერსი დასასრულს უახლოვდება. დღეს ორი ფინალისტი გამოვლინდა, რომლებიც ტიტულისთვის იბრძოლებენ.

პირველ ნახევარფინალურ მატჩში ალექსანდრ ზვერევი ჰოლგერ რუნეს დაუპირისპირდება და 2 სეტში 6:3 7:6 დაამარცხა.

მეორე ნახევარფინალური შეხვედრა შედარებით დაძაბული გამოდგა. უგო ჰუმბერტისა და კარენ ხაჩანოვის დაპირისპირება 3 სეტი გაგრძელდა და გამარჯვება ფრანგმა ჩოგბურთელმა მოიპოვა.(6:7 6:4 6:3).

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ზვერევი და ჰუმბერტი ერთმანეთს კარიერაში აქამდე ორჯერ შეხვდნენ. ერთხელ უგომ მოიგო, ერთხელ კი ზვერევმა.

ცნობისთვის, ამ ჩოგბურთელების ფინალური დაპირისპირება 3 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„3 დღეში ჩემი კარიერის შემოსავალი აიღო“ - როდიკი სინერზე
„3 დღეში ჩემი კარიერის შემოსავალი აიღო“ - როდიკი სინერზე