შენგელია ვირტუსის ისტორიას წერს - 800 ქულა ევროლიგაზე
ევროლიგაზე „ოლიმპია მილანოსთან“ მარცხის მიუხედავად თორნიკე შენგელიამ „ვირტუსის“ ისტორიაში სამ მნიშვნელოვან სტატისტიკურ მაჩვენებელს მიაღწია.
გამოცემა VunereBologna-ს ცნობით, „ოლიმპიასთან“ მატჩში თოკომ ევროლიგაზე 800-ქულიან მაჩვენებელს მიაღწია, შეასრულა მე-200 ასისტი და გახდა „ვირტუსის“ რეკორდსმენი მოხსნების რაოდენობით (273).
შეგახსენებთ, რომ შენგელია „ვირტუსში“ 2022 წლიდან ასპარეზობს, სადაც ის მოსკოვის ცსკა-დან გადავიდა.
აქვე გეტყვით, რომ „ვირტუს ბოლონია“ მიმდინარე სეზონის ევროლიგაზე ცუდად ასპარეზობს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა 6 ჩატარებული მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატს, აქ „ვირტუსი“ 4 მატჩის შემდეგ 8 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა და ლიდერ „ტრენტოს“ 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ „ტრენტოს“ ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.