ტორპედო-დილას ფრე იბერიას სასარგებლოდ - ბალბურდიას გამარჯვების გოლი ბათუმში
Aa
Aa

ტორპედო-დილას ფრე იბერიას სასარგებლოდ - ბალბურდიას გამარჯვების გოლი ბათუმში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში გორის „დილა’’ - ქუთაისის „ტორპედოს’’ მატჩი 1:1 დასრულდა. ორივე გუნდის მიზანი ჩემპიონობაა, ეს ანგარიში „იბერია 1999’’-ის ჩემპიონობის შანსს ზრდის, თბილისის „დინამოსთან’’ გამარჯვების შემდეგ ლევან კორღალიძის გუნდი პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან „ტორპედოს’’ სამი ქულით უსწრებს, „დილას’’ – 5 ქულით.

გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე'' გამართული მატჩის 21-ე წუთზე ბიორნ იონსენის გოლით სტივ კინის გუნდი დაწინაურდა, საგოლე გადაცემა ფელიპე პირესის ანგარიშზეა, ბრაზილიელმა ამ სეზონში მე-10 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

70-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ბრწყინვალე საგოლე პასით ტაირელ ვაუტერმა წონასწორობა აღადგინა, ამ სეზონში ეს მისი მე-16 გოლია და პირველ ადგილზე მყოფ იონსენს 4 გოლით ჩამორჩება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა ბათუმის „დინამომ'' მარიო ბალბურდიას გოლით „თელავი'' 1:0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ბათუმის „დინამო'' 49 ქულით მე-4 ადგილზეა, მე-3 საფეხურზე მყოფ გორის „დილას'' 10 ქულით ჩამორჩება, სეზონის დასრულებამდე 5 ტური რჩება.

27 წლის ანგოლელმა მარიო ბალბურდიამ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 მატჩში მე-4 გოლი შეაგდო.

„თელავი'' 27 ქულით მე-9 ადგილზეა, ბოლოადგილოსან „სამტრედიას'' 1 ქულით უსწრებს, მე-8 პოზიციაზე მყოფ „კოლხეთს'' 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები