ლივერპული, არნე სლოტი
Aa
Aa

ბრწყინვალე დასაწყისი - არნე სლოტმა ახალი ისტორია დაწერა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლივერპულმა ბრაიტონს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მერსისაიდელები დიდი ხნის განმავლობაში აგებდნენ და მატჩის შემოტრიალება ბოლო 20 წუთში მოახერხეს.

ბრაიტონთან გამარჯვება არნე სლოტისთვის ისტორიული გამოდგა. ნიდერლანდელი სპეციალისტი, ლივერპულის ისტორიაში გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც სადებიუტო სეზონში, პირველი 10 ოფიციალური მატჩიდან 8 მოიგო. აქამდე, ასეთი შედეგი არასდროს არცერთ სხვა მწვრთნელს არ დაუფიქსირებია.

ცნობისთვის, პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში, მანჩესტერ სიტი ბორნმუთთან დამარცხდა და ლივერპული 25 ქულით ჩემპიონატის ლიდერი გახდა. ქალაქელებს კი 2 ქულით გაასწრო.

შეგახსენებთ, ბრაიტონის კარში გოლები კოდი გაკპომ და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს. შემდეგ ტურში, ლივერპული ასტონ ვილას უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 9 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენგან ამას არ ველოდი...“ - ილიამ კრიშტიანუს საკადრისი პასუხი გასცა
„შენგან ამას არ ველოდი...“ - ილიამ კრიშტიანუს საკადრისი პასუხი გასცა