ჩაკვეტაძის საგოლე პასი - უოტფორდმა შეფილდ ვენსდეი გაანადგურა
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-13 ტურში „შეფილდ ვენსდეი’’ შინ „უოტფორდთან’’ დიდი ანგარიშით, 2:6 დამარცხდა.
გიორგი ჩაკვეტაძემ სასტარტოდან დაიწყო და ტომ ქლევერლიმ კვლავ შეუცვლელად ათამაშა. „ჩაკვეს’’ თანაგუნდელმა ვაკუნ ბაიომ პოკერი შეასრულა, ქართველმა ფეხბურთელმა 67-ე წუთზე საგოლე პასი შეასრულა, ეს გოლი ბაიოს აქტივშია და ამ გოლით ანგარიში 1:4 გახდა.
ჩაკვეტაძის საუკეთესო მომენტები
გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 13-ვე ტურში სასტარტოში ითამაშა (ტომ ქლევერლიმ ხუთ შეხვედრაში შეცვალა და მხოლოდ ორ მატჩში ათამაშა 80 წუთზე ნაკლები), მის აქტივში 1 გოლი და 3 საგოლე პასია, თუმცა რეალურად უფრო მეტი საგოლე გადაცემა ექნებოდა, თანაგუნდელებს მის მიერ შექმნილი საგოლე შანსები რომ გამოეყენებინათ.
„უოტფორდმა’’ 13-დან 7 თამაში მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 5 დათმო. ამ მომენტში ჩაკვეტაძის გუნდი 22 ქულით მე-5 ადგილზეა, შემდეგ ტურში „სუონსის’’ ესტუმრება, 5 ნოემბერს.