ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

“ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ“ - ამორიმი ჩელსისთან მატჩის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მანჩესტერ იუნაიტედი ჩელსის უმასპინძლებს. მატჩის წინ, წითელი ეშმაკების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ამორიმი:

„ძალიან უჩვეულო კვირა იყო. კარგად მესმის გულშემატკივრების გაბრაზება და იმედგაცრუება., მაგრამ ეს არის ცხოვრება. გულშემატკივრები კარგად დამხვდნენ და ამის გამო მადლიერი ვარ. ვნახოთ რა შედეგით დასრულდება შემდეგი საშინაო მატჩი. ამის შემდეგ, მე უფრო კარგად მივხვდები, თუ რა სურთ გულშემატკივრებს ჩემგან.

გადაწყვეტილების მისაღებად 3 დღე მქონდა. ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი გათავისუფლების პუნქტი კონტრაქტში სხვა კლუბმა აამოქმედა. რა თქმა უნდა, სპორტინგიდან წასვლა გამიჭირდა, მაგრამ ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ.”

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედისა და ჩელსის დაპირისპირება 3 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მიმდინარე სეზონში, წითელმა ეშმაკებმა პრემიერ ლიგა ძალიან ცუდად დაიწყეს. იუნაიტედი 9 ტურის შემდეგ, 11 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 8 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბენზემა: “სირცხვილია, ოქროს ბურთი ვინისიუსს ეკუთვნოდა“
ბენზემა: “სირცხვილია, ოქროს ბურთი ვინისიუსს ეკუთვნოდა“