U21 | 5 ახალი ფეხბურთელით - ხორვატიის შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის
2025 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში საქართველო ხორვატიას დაუპირისპირდება.
სულ ცოტა ხნის წინ, ხორვატიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივიცა ოლიჩმა საქართველოსთან მატჩისთვის, განაცხადი გამოაქვეყნა.
განაცხადი:
მეკარეები: ნიოკლა ჩალვინა(ოსიეკი), ფრანკო კოლიჩი(მურა), ივან მანდიჩი(ვუკოვარი)
მცველები: მორის ვალინჩიჩი(ისტრა), ლუკა ვუშკოვიჩი(ვესტერლო), შიმონ ჰრგოვიჩი(ჰაიდუკი), ივან ცვიანოვიჩი(ოსიეკი), მატია ბარზიჩი(ელჩე), იურაი ბადელი(კრაიოვა), ნოვაკ დეპშიჩი(ვარჟდინი).
ნახევარმცველები: ველდინ ჰოჯა(რუბინი), ლოვრო ზვონარეკი(შტურმი), ლუკა შოტიჩეკი(ბაზელი), მარკო სოლდო(ოსიეკი), ლეონ ბელჩარი(ვარეჟდინი), ლუკა სტოიკოვიჩი(დინამო ზაგრები), ლუკა ვრბანჩიჩი(ლოკომოტივი).
თავდამსხმელები: გაბრიელ ვიდოვიჩი(მაინცი), სტიპე ბიუკი(ჰაიდუკი), მარინ ლიუბიჩიჩი(ლასკი), დიონ ბელიო(რაპიდი), ანტე ცრნაცი(ნორვიჩი), ფრანიო ივანოვიჩი(უნიონ სენ-ჟილი).
საქართველოსთან გასამართ მატჩზე, თავად ივიცა ოლიჩმა კომენტარი გააკეთა.
ოლიჩი:
„ბოლო შეკრების შემდეგ, ხუთი ახალი ფეხბურთელი გვყავს. ტრავმების გამო ჟივკოვიჩი და პრპიჩი დავკარგეთ. ახალმა ფეხბურთელებმა აქ ყოფნა დაიმსახურეს.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ხორვატიის პირველი დაპირისპირება 15 ნოემბერს საქართველოში გაიმართება და 19:00-დან დაიწყება. მეორე მატჩი 19 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:00-დან დაიწყება.