ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

ბუდუს რამდენიმე მომენტი ჰქონდა - კარლსრუემ მნიშვნელოვანი მატჩი წააგო

მეორე ბუნდესლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ჰანოვერმა“ ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუეს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ამ მატჩს სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ლიდერმა „დიუსელდორფმა“ თავისი თამაში წააგო, ამ შეხვედრაში გამარჯვებული კი პირველ ადგილზე გადაინაცვლებდა.

პირველი ტაიმი „კარლსრუეს“ უკეთესი ჰქონდა და ლოგიკურადაც მოიგეს. ანგარიში შესვენებაზე გასვლის წინ კუთხურიდან თავური დარტყმით გაიხსნა.

მეორე ტაიმი „ჰანოვერის“ სრული დომინირებით წარიმართა. 66-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს, რის შემდეგაც სოლიდურ უპირატესობას დაეუფლნენ. 89-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს და შეხვედრაში საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ მეორე ნახევარში „კარლსრუეს“ კარში ზუსტად არც ერთი დარტყმა არ ჰქონია.

ბუდუ ზივზივაძე ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდა და 90 წუთიც ითამაშა.

29-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა, თუმცა ვიდეო რეფერიმ პასის დროს თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გააუქმა. 58-ე წუთზე ბუდუს გატანის კარგი შანსი ჰქონდა. გუნდელთან კედელი გაითამაშა და ლამაზი დარტყმით მეკარეს თავზე უგდებდა, თუმცა მიზანმა უმტყუნა. 73-ე წუთზე ზივზივაძეს მორიგი მომენტი ჰქონდა, თუმცა ბურთს ფეხი ვერ მოარტყა. 93-ე წუთზე თავურით სცადა გატანა, თუმცა მიზანს მცირედით ააცილა.

ამრიგად, „ჰანოვერი“ 22 ქულით ლიდერია. „კარლსრუე“ კი 19 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში ბუდუს გუნდი შინ „პროისენ მიუნსტერს“ (10 ნოემბერი) დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში „კარლსრუეს“ რიგებში ბუდუს ანგარიშზე 11 ბუნდესლიგურ შეხვედრაში 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამორიმმა კვარა მოითხოვა - იუნაიტედი ტრანსფერზე მუშაობას იწყებს
ამორიმმა კვარა მოითხოვა - იუნაიტედი ტრანსფერზე მუშაობას იწყებს