ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Radio Marte: ჯუღელი და ნაპოლი კვარას გამოსასყიდზე ვერ თანხმდებიან

Radio Marte „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ახალ დეტალებს ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, მამუკა ჯუღელსა და ჯოვანი მანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დროს მთავარი, რაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, კვარას გამოსასყიდის ოდენობაა.

„ხვიჩას მხარეს სურს, რომ გამოსასყიდი 80 მილიონი ევრო იყოს, ხოლო „ნაპოლის“ ახალი კონტრაქტის გაფორმება გამოსასყიდის ჩაწერის გარეშე ან სულ მცირე 120 მილიონის ჩაწერით სურს, როგორც ეს ოსიმენის კონტრაქტში იყო. გარდა ამისა, ასევე მიმდინარეობს საუბარი შუამავლებისთვის ბონუსის გადახდაზე იმისთვის, რომ კვარამ ბათუმის „დინამოს“ დატოვებისას „ნაპოლი“ აირჩია. 

თუ კვარას დარჩენა სურს, ეს პრობლემა გადაილახება. კვარას ხელფასი აზრთა სხვადასხვაობას არ იწვევს, უბრალოდ საკითხავის ის, რა მოჰყვება ხელფასის გაზრდას: კონტეს „ნაპოლიში“ ძირითადი როლის შესრულება თუ ზაფხულში კლუბიდან წასვლა“.

შეგახსენებთ, რომ 10 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 25 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. მომდევნო მატჩს „პარტენოპეი“ 3 ნოემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე შინ, „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართავენ.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, სერია A-ს მიმდინარე სეზონში მან „ნაპოლის“ მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ნაპოლის სეზონის ბოლოს დატოვებს“ | იტალიელი ჟურნალისტი
„კვარა ნაპოლის სეზონის ბოლოს დატოვებს“ | იტალიელი ჟურნალისტი