ბენზემა: “სირცხვილია, ოქროს ბურთი ვინისიუსს ეკუთვნოდა“
როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ოქროს ბურთი როდრიმ მოიგო. ამ გადაწყვეტილებას დიდი უკმაყოფილება მოყვა. ბევრი თვლის, რომ აღნიშნული ჯილდო ვინისიუს ჟუნიორს უნდა მოეგო.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება მადრიდის რეალის ყოფილმა კაპიტანმა კარიმ ბენზემამ დააფიქსირა.
რა თქვა ბენზემამ?
„გასულ წელს, როდესაც რეალმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ვინისიუსი გადამწყვეტი ფეხბურთელი იყო. ვფიქრობ, მასზე მეტად ოქროს ბურთი არავის დაუმსახურებია. როდრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ, როდესაც მას ტელევიზორში ვუყურებ, ვერ ვხედავ მას რითი შეუძლია გააოცოს ადამიანი. ვინიმ კი ეს არაერთხელ მოახერხა. სირცხვილია, ოქროს ბურთი მან დაიმსახურა.
იმედი მაქვს, ვინისიუსი მენტალურად ძლიერი პიროვნებაა. გუშინ მას ვესაუბრე და თავს კარგად გრძნობს. მუშაობას აგრძელებს და ერთ დღეს აუცილებლად მოიგებს ოქროს ბურთს. დამიჯერეთ, ის კარგი ადამიანია და მას არასწორად მოექცნენ.“
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 24 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.