ხვიჩა კვარაცხელია, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ამორიმმა კვარა მოითხოვა - იუნაიტედი ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

11 ნოემბერს რუბენ ამორიმი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნება და მუშაობას შეუდგება. თუმცა, როგორც ცნობილ ვებ-გვერდ caughtoffside-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, პორტუგალიელმა სპეციალისტმა სამომავლო გეგმები უკვე დააწყო და კლუბის ხელმძღვანელებისგან რამდენიმე ახალი ფეხბურთელის დამატება მოითხოვა, რომელთა შორისაც პრიორიტეტულად ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერია მიჩნეული.

„იუნაიტედის“ ახალმა თავკაცმა კარგად იცის, რომ 23 წლის ქართველი შემტევი ტიპის ნახევარმცველი პარტენოპეის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან შეთანხმებას ვერ აღწევს და ახალი კონტრაქტის გაფორმება ამ დრომდე ჭიანურდება, რითაც სარგებლობას ინგლისური გრანდი აპირებს. ამორიმმა უკვე გადაწყვიტა, რომ ბრაზილიელი ანტონი, რომელიც „ოლდ ტრაფორდზე“ მისი წინამორბედის, ერიკ ტენ ჰაგის მოთხოვნით იყო მიყვანილი, გუნდიდან გაუშვას და მის ნაცვლად კვარა დაიმატოს, რომლის მისვლაც სავარაუდოდ, ალეხანდრო გარნაჩოსა და მარკუს რეშფორდის პოზიციებსაც შეასუსტებს.

ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ საწყის ეტაპზე „მანიუ“ „ნაპოლის“ ხვიჩას სანაცვლოდ 90 მილიონ ფუნტს შესთავაზებს, რაზეც წესით და რიგით დე ლაურენტისმა უარი არ უნდა თქვას. აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე იტალიის ჩემპიონატში უკვე 5 გოლი და 2 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ნაპოლის სეზონის ბოლოს დატოვებს“ | იტალიელი ჟურნალისტი
„კვარა ნაპოლის სეზონის ბოლოს დატოვებს“ | იტალიელი ჟურნალისტი