მასიმო მორატი
Aa
Aa

მორატი ფეხბურთში ბრუნდება - მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა

„ინტერის“ ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი მასიმო მორატი ფეხბურთში ბრუნდება. თუმცა, 79 წლის ფუნქციონერი ამ ყველაფრის გაკეთებას ნერიაძურის გვერდის ავლით აპირებს და „სპალის“ შეძენასთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელიც ამჟამად სერია C-ში ასპარეზობს და ბოლოსწინა ადგილზეა.

„სპალის“ აქციათა საკონტროლო პაკეტს ამერიკის შეერთებულ შტატებში იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული ჯო ტაკოპინა ფლობს, რომელიც მანამდე „რომას“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო და ასევე სხვადასხვა დროს რამდენიმე იტალიურ კლუბს, „ბოლონიას“, „ვენეციას“ და „კატანიას„ ხელმძღვანელობდა. „სპალი“ კი 2021 წლის 13 აგვისტოს შეიძინა, თუმცა ქომაგებისთვის მიცემული პირობის შესრულებასა და კლუბში სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას ვერ ახერხებს, რის გამოც წასვლა გადაწყვიტა.

გარიგების განხორციელების შემთხვევაში მასიმო მორატი სპორტის ნომერ პირველ სახეობას 11-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება - „ინტერის“ პრეზიდენტის პოსტს 18 წლის მანძილზე იკავებდა და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში შავ-ლურჯებმა 16 ტიტული მოიგეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია, თუ ოსიმენი? - როგორია მასიმო მორატის პასუხი
კვარაცხელია, თუ ოსიმენი? - როგორია მასიმო მორატის პასუხი