ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მეტოქე არ გამოუცხადდა - ბასილაშვილი ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარე პრესტიჟული საჩოგბურთო ჩელენჯერის ფინალში გავიდა. გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად დღეს მას მსოფლიო რეიტინგში 232-ე ადგილზე მყოფ ფრანგ ანტუან ესკოფიერთან უნდა ეთამაშა, თუმცა მეტოქე არ გამოუცხადდა და ფინალის საგზური უბრძოლველად მოიპოვა.

32 წლის ბასილაშვილის მოწინააღმდეგე ტიტულისთვის ბრძოლაში იაპონელი დანიელ ტარო იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე იური როდიონოვს ორ სეტში, 6:3, 6:2 აჯობა.

აქვე გეტყვით რომ ფინალამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი ტერენს ატმანი (6:3, 3:6, 6:4), ტაივანელი ტუნგ-ლი ვუ (6:2, 6:7, 6:4) და იაპონელი ჰიროკი მორია (6:3, 6:4) დაამარცხა. ბასილაშვილი-ტაროს ფინალური შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით დილის 09:00 საათზე დაიწყება. ტურნირის საპრიზო ფონდი კი 134 ათას დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბასილაშვილი სეულის ჩელენჯერის ნახევარფინალშია
ბასილაშვილი სეულის ჩელენჯერის ნახევარფინალშია