პერეირას უარი ანკალაევს - როდის დაბრუნდება ბრაზილიელი
უკვე ლეგენდადქცეულმა UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა ალექს პერეირამ 8 დეკემბერს მაგომედ ანკალაევთან ბრძოლაზე უარი თქვა. როგორც მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, 2024 წელი მათთვის ისედაც ზედმეტად დატვირთული გამოდგა და ოქტაგონზე დაბრუნებას თებერვალზე ადრე არ აპირებენ.
დღის წესრიგში UFC 310-ზე ამ მებრძოლების დაპირისპირება მას შემდეგ დადგა, როდესაც ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ბელალ მუჰამადმა ტრავმა მიიღო და შავკატ რახმანოვთან შეხვედრაზე უარი თქვა, რადგან როგორც თავად აღნიშნა, მომდევნო 6 თვის განმავლობაში ფიზიკური დატვირთვების მიღება მისთვის არ შეიძლება.
ანკალაევი პერეირასთან სავარაუდო ბრძოლას, უდიდესი ენთუზიაზმით შეხვდა და განაცხადა, რომ ის ბრაზილიელის დამარცხებას და შემდეგ უმოკლეს დროში მასთან მატჩ-რევანშზე დათანხმებას გეგმავს, რადგან ის ამას იმსახურებს. თუმცა, მისი იმედები გაცრუვდა და როგორც დენა უაიათმა განაცხადა, ის სამხრეთ ამერიკელის დაბრუნებას 9 თებერვალს, სიდნეიში გასამართი ქარდისთვის ელოდება.
შეგახსენებთ, რომ პერეირამ UFC-ის საჩემპიონო ქამარი 175 დღის განმავლობაში 3-ჯერ დაიცვა, რის გამოც ილია თოფურიასთან ერთად, წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელების ერთ-ერთი კანდიდატია.