ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ლევანდოვსკისთან და დემბელესთან ერთად - ზურიკოს აღიარება

ცნობილი ანალიტიკური გამოცემა Sofascore-ის მიერ შედგენილ ევროპის წამყვანი ხუთი ქვეყნის ჩემპიონატის ოქტომბრის სიმბოლურ ნაკრებში ზურიკო დავითაშვილი მოხვდა. „სენტ ეტიენის“ ქართველმა წამყვანმა ფეხბურთელმა გასულ თვეში 5 გოლი გაიტანა და „მწვანეების“ საუკეთესო ბომბარდირია. მთლიანად ლიგა 1-ის გოლეადორთა დავაში კი ზურიკო მხოლოდ სამ ფეხბურთელს, ბრედლი ბარკოლას (პსჟ, 8 გოლი), ჯონათან დევიდსა (ლილი, 7 გოლი) და მეისონ გრინვუდს (მარსელი, 6 გოლი) ჩამორჩება.

ტოპ-5 ლიგის ოქტომბრის სიმბოლურ გუნდში დავითაშვილი ისეთ ვარსკვლავებთან ერთად არის, როგორებიც „ბარსელონელები“ რობერტ ლევანდოვსკი და რაფინია, „პარი-სენ ჟერმენელები“ უსმან დემბელე და აშრაფ ჰაკიმი და „ბაიერნელი“ იოზუა კიმიხი არიან. აღსანიშნავია, რომ ხუთი ბურთი 23 წლის ქართველმა ორ მატჩში გაიტანა - 5 ოქტომბერს „ოსერთან“ (3:1) მან ჰეთ-თრიკი, ხოლო 26 ოქტომბერს „ანჟერთან“ (2:4) დუბლი შეასრულა.

ზურიკოსგან განსხვავებით, „სენტ ეტიენი“ წლევანდელ სეზონში კარგად აშკარად არ გამოიყურება და ცხრა ტურის შემდეგ 7 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა. დღეს „მწვანეები“ საკუთარ სტადიონზე „სტრასბურგს“ უმასპინძლებენ და თამაში თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრიზისი
კრიზისი "ბარსელონაში": შიდა კონფლიქტი და ახალი ფორვარდი, რომლის შეძენაც რეალურია