მერაბი უმარს: თითოეული ტყუილისთვის ცხვირ-პირს დაგიმტვრევ
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა, სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და უმარ ნურმაგომედოვს დაემუქრა.
მერაბმა ამჯერად უმარის მხარეს მოუშალა ნერვები. რამდენიმე კვირაა სწორედ ისინი ცდილობენ, რომ დვალიშვილი წყობიდან გამოიყვანონ. ამჯერად „მანქანამ“ მათ მიმართა.
„შეცდომაში არ შეხვიდეთ იმის გამო, რაც უმარის ცრუ პირიდან გამოდის. იადონგს რომელიმე ბრძოლაზე უარი არ უთქვამს, ის მზად იყო, უმარს კი ხელი არაფერზე მოუწერია. გააგრძელე სისულელეების თქმა, რადგან ბევრი მუშაობა და სხვა კონკურენტებთან ბრძოლა გჭირდება იმისათვის, რომ ნომერ პირველი კანდიდატი გახდე.
ყველამ იცის, რომ UFC-ისგან იღებ საჩუქარს, რომელიც არ დაგიმსახურებია. მე კი მოუთმენლად ველი, თუ როდის მოვა დრო, როცა თითოეული ტყუილისთვის ცხვირ-პირს დაგიმტვრევ“.
- წერს დვალიშვილი X-ზე.
Don’t be fooled again by the bullsh*t coming out of Umar’s lying mouth. Yadong didn’t pull out of any fight - he was ready - Umar didn’t sign. Keep talking crap - you need to work hard and fight other contenders to be the number one contender. You are being given a gift from the…
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) November 1, 2024
დღეს დვალიშვილმა უმართან ბრძოლის შესახებ facebook-ზეც დაწერა.
„ასჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი: თუ UFC-ს სურს, რომ უმარს ვებრძოლო, მაშინ ამას გავაკეთებ!"