„როდრის ყველა პატივს სცემს, ვინისიუსს კლასი დააკლდა“ - ნევილი ოქროს ბურთზე
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე არდასწრების გამო, მადრიდის „რეალი“ ბევრმა გაკრიტიკა. ამჯერად ამ თემაზე და თავად ჯილდოს პრეტენდენტებზე გარი ნევილმა ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ როდრიმ ოქროს ბურთი მოიგო. მოხარული ვარ, რომ ეს ისეთ ფეხბურთელს გადაეცა, რომელიც კლუბსა, თუ ნაკრებში სტაბილურად მაღალ დონეზეა და წარმატებებში თავისი წვლილი ყოველთვის შეაქვს. ამჯერად კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ესპანეთის ნაკრები სხვათაშორის ტურნირამდე ფავორიტებში საერთოდ არ განიხილებოდა.
მესმის, რომ მადრიდში ვინისიუსის გამო ნერვიულობენ. მან ჯილდო ვერ მიიღო. მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს. მაგრამ ის, რაც რეალმა გააკეთა (როდრის უპატივცემულობა) აღმაშფოთებელია. ვინი კი თავის ოქროს ბურთს ერთ დღეს აუცილებლად მოიგებს.
მაგრამ ის აზრი, რომ თქვენ ცდილობთ წაართვათ დიდება და მოაშოროთ ყურადღება მოთამაშეს... როდრის პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში. ის კარგი ადამიანია. ვინისიუსს კი ვფიქრობ კლასი აკლია. ეს ამ ჯილდოს მისაღებად საჭირო რამაა“.
- ამბობს ნევილი.