კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

3 მატჩია ვერ გააქვს - რონალდუს ცუდი სერია

საუდის არაბეთის მე-9 ტური „ალ-ნასრისთვის“ წარმატებულთან ერთად, წარუმატებელიც აღმოჩნდა. კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა თანაგუნდელებმა საკუთარ სტადიონზე გათამაშების ლიდერ „ალ-ჰილალთან“ (1:1) ფრედ ითამაშეს და ამ კლუბის 15-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს, რაც მათთვის უდავოდ სასიხარულო ფაქტია. თუმცა, თუ „ალ-ნასრის“ სატურნირო მდგომარეობით (მე-6 ადგილი, 6-ქულიანი ჩამორჩენა ლიდერთან) ვიმსჯელებთ და იმასაც თუ დავამატებთ, რომ გუნდი ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს, აღებული ქულა დამაკმაყოფილებელ შედეგად ვერანაირად ვერ ჩაითვლება.

„ალ ნასრმა“ სტუმრად „ალ ჰოლუდთან“ (3:3) ფრეს და თასზე საკუთარ სტადიონზე „ალ-ტაავუნთან“ (0:1) მარცხს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ალ-ჰილალთან“ (1:1) ქულების დაკარგვაც მიაყოლა და საინტერესოა, რომ გუნდის წარუმატებლობას, რონალდუს უგოლო სერიაც თან ერთვის. პორტუგალიელი უკვე სამი მატჩია ბურთის გატანას ვერ ახერხებს, მაშინ როდესაც მანამდე კლუბსა და ნაკრებში გამართულ 13 შეხვედრაში მის ანგარიშზე 12 გოლი იყო. სწორედ განვლილ სამ თამაშში კრიშტიანუსთვის კიდევ ერთი უსიამოვნო შემთხვევა მოხდა და საუდის არაბეთში ასპარეზობისას პენალტი პირველად გააფუჭა.

რონალდუს ავტორიტეტს ზიანს კიდევ ერთი ფაქტი აყენებს - მას შემდეგ რაც ის „ალ ნასრში“ გადავიდა, ამ გუნდმა ქვეყნის ყველაზე წარმატებული კლუბის „ალ-ჰილალის“ წინააღმდეგ გამართული 7 მატჩიდან 5 წააგო, 2 ფრედ დაასრულა და ვერც ერთხელ ვერ გაიმარჯვა - კრიშტიანუს ანგარიშზე კი ამ შვიდ შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გარეკლამებული საშუალო დონის მწვრთნელი“ - მორგანმა კრიშტიანუ გაიხსენა
„გარეკლამებული საშუალო დონის მწვრთნელი“ - მორგანმა კრიშტიანუ გაიხსენა