ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

მილიონის ბონუსი და ყველაზე დიდი ხელფასი - ოქროს ბურთმა ვინის გეგმები ჩაშალა

კონტრაქტის განახლების თაობაზე ვინისიუსს „რეალის“ ახალი შეთავაზებისთვის ამ დრომდე არ უპასუხია.

Relevo-ს ცნობით, მადრიდული კლუბი ბრაზილიელს მრავალი წლის განმავლობაში პროექტის ქვაკუთხედად მიიჩნევს და მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უკვე დაწყებულია. ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2027 წელს ეწურება.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელს „რეალისთვის“ ჯერაც არ უპასუხია, რადგან მას სურს დაელოდოს შესაბამის მომენტს უკეთესი პირობების მისაღებად. ასეთად კი მას ოქროს ბურთის მოგების შემდგომი პერიოდი მიაჩნდა.

Foot Mercato-ს ცნობით, მოთამაშეს ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში დამარცხებამ ვინისიუსს 1 მილიონი ევროს ბონუსის მიღების შესაძლებლობა ხელიდან გააშვებინა. კონტრაქტის თანახმად, „რეალი“ ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო, თუმცა ჯილდო როდიმ მიიღო. გარდა ამისა, ბრაზილიელს სურდა, რომ გუნდში ყველაზე მაღალი ხელფასი მოეთხოვა, რადგან მას ოქროს ბურთის მფლობელის სტატუსი ექნებოდა, თუმცა მოვლენათა განვითარებამ მისი გეგმები ჩააგდო.

Capology-ის მიხედვით, ვინისიუსი ახლა გადასახადების გამოკლებით წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ეს „რეალში" მესამე ხელფასია, ამდენივეს იღებს ჯუდ ბელინგემი. დავიდ ალაბა 10,8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, კილიან მბაპე კი 15 მილიონს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიონი ლილს დაუზავდა, მიქაუტაძემ 13 წუთი ითამაშა
ლიონი ლილს დაუზავდა, მიქაუტაძემ 13 წუთი ითამაშა