„ასჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი“ - მერაბი უმართან ბრძოლაზე
შონ ომალის დამარცხების შემდეგ, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქედ უმარ ნურმაგომედოვს ასახელებენ, რაც თავად ქართველ მებრძოლს არ მოსწონს, რადგან მისგან განსხვავებით უმარი სატიტულო ბრძოლას საკმაოდ მარტივად იღებს, რაც უსამართლოა.
სოციალურ ქსელებში და მედიასაშუალებებში უმარის მხარე დვალიშვილის პროვოცირებას განაგრძობს და გამუდმებით იმეორებენ, რომ მერაბი მას გაურბის, ეშინია და ბრძოლა არ სურს.
„მანქანამ“ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თუ UFC ბრძოლას დანიშნავს, უმარს ნებისმიერ დროს ეჩხუბება.
„ასჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი: თუ UFC-ს სურს, რომ უმარს ვებრძოლო, მაშინ ამას გავაკეთებ!"
– დაწერა სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ, მერაბს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ამ თემაზე მორიგი პროვოკაციული კითხვა დაუსვა და ჰკითხა ეშინოდა, თუ არა მას უმარის.
„უმარ ნურმაგომედოვის მეშინია? მე არავისი არ მეშინია. მხოლოდ ღმერთის! სად არის ეგ თქვენი უმარი? სხვა ბრძოლა მიიღო და ხმას აღარ იღებს, ეს მას ეშინია ჩემი და სხვისით ჩაანაცვლა ჩემთან შეხვედრა. ჩემთან დაპირისპირება ჯერ არ დაუმსახურებია. აი, შონ ომალიმ დაიმსახურა და რევანშის საშუალებაც ექნება. დაამტკიცოს უმარმა რომ ღირსეული მებრძოლია და აუცილებლად ვეჩხუბები“.
- უპასუხა გაცხარებულმა დვალიშვილმა.