ლიონი ლილს დაუზავდა, მიქაუტაძემ 13 წუთი ითამაშა
ლიგა 1-ის მე-10 ტურში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ „ლილს“ ესტუმრა - მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ანგარიში მე-17 წუთზე ჯონატან დევიდმა გახსნა, რომელმაც „ლიონის“ მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა, მეკარეს გვერდი აუარა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
77-ე წუთზე აინსლი მეიტლენდ-ნაილსმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა გოლი ვიდეორეფერიმ გააუქმა. მიუხედავად ამისა, „ლიონმა“ ლილიდან ქულის წამოღება მაინც შეძლო - მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ეფექტური გოლი მალიკ ფოფანამ გაიტანა.
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ის მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა, და მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ჩათვლით 13 წუთი ითამაშა.
10 მატჩის შემდეგ „ლიონს“ 15 ქულა აქვს და მიქაუტაძის გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს „ლიონი“ 8 ნოემბერს ევროპა ლიგაზე, გასვლაზე, „ჰოფენჰაიმის“ წინააღმდეგ გამართავს.