ჯაბა ჯიღაური
Aa
Aa

ჯიღაური უზბეკეთის ჩემპიონია - ნასაფმა ოქროს მედლები პირველად მოიგო

ჯაბა ჯიღაური „ნასაფის“ შემადგენლობაში უზბეკეთის სუპერ ლიგის გამარჯვებული გახდა. დღეს გუნდმა ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ტაშკენტის „ლოკომოტივს“ სტუმრად 1:0 მოუგო და ოქროს მედლები გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა. 32 წლის ქართველი ნახევარმცველი დღევანდელ მატჩში განაცხადში არ იყო, თუმცა მთელი სეზონის განმავლობაში „ნასაფის“ ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ითვლებოდა და წარმატებაში უდიდესი როლი მიუძღვის.

 „ნასაფმა“ არსებობის ისტორიაში ქვეყნის ჩემპიონატი პირველად მოიგო და უდიდეს მიღწევაში ჯიღაურმა წვლილი 4 გოლით შეიტანა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კი 9 გოლით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ზორან მარუშიჩია, რომელიც რამდენიმე წლის წინ „დინამო თბილისში“ ასპარეზობდა და 69 შეხვედრაში თავი 33 გატანილი ბურთით გამოიჩინა.

ბომბარდირთა დავაში მარუშიჩის კონკურენტები ქართველი ფორვარდები, თომა ტაბატაძე (9 გოლი) და ელგუჯა ლობჯანიძე (8) არიან, რომლებიც შესაბამისად, „ნავბაჰორისა“ და „ყიზილქუმის“ ღირსებას იცავენ. ოცდასამი ტურის შემდეგ 53 ქულით „ნასაფი“ სატურნირო ცხრილის ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ AGMK-ს 13 ქულით უსწრებს. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სათამაშო წუთები იდეალურად გამოიყენა - ჯიღაურის გოლი უზბეკეთში
სათამაშო წუთები იდეალურად გამოიყენა - ჯიღაურის გოლი უზბეკეთში