სოლიდური ფულადი ჯარიმა - უეფამ სფფ დასაჯა
უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთა ლიგაზე საქართველო-ალბანეთის მატჩისას მომხდარი დარღვევების გამო 56 000 ევროთი დააჯარიმა.
კერძოდ, უეფას გადაწყვეტილებით, სტადიონზე საჯარო გასასვლელბის ბლოკირების გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 14 000 ევროთი, გულშემატკივრების მიერ ლაზერების გამოყენების გამო - 12 000 ევროთი, ხოლო გულშემატკივრების მიერ პიროტექნიკის გამოყენების გამო 30 000 ევროთი დაისაჯა.
გარდა ამისა, გულშემატკივრების მიერ პიროტექნიკის გამოყენების გამო სფფ პირობითად დაისაჯა ტრიბუნების ნაწილობრივი დახურვით ერთ საშინაო მატჩზე. ამ შემთხვევაში სადისციპლინო სანქციის გამოსაცდელ ვადად 2 წელი დადგინდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ალბანეთის მატჩი 14 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე კრისტიან ასლანიმ გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ 4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით ერთა ლიგის B1 ჯგუფში მეორე ადგილზეა და ჩეხეთს 1 ნაკრებით ჩამორჩება. მესამე ადგილზე ასევე 6 ქულით ალბანეთია, ხოლო მეოთხზე, 4 ქულით უკრაინის ნაკრებია.
ცნობისთვის, მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს, 19 ნოემბერს კი გასვლაზე ჩეხეთს დაუპირისპირდება.