ვალენსიაში წყალდიდობას ფეხბურთელი ხოსე კასტილეხო ემსხვერპლა
Aa
Aa

ვალენსიაში წყალდიდობას ფეხბურთელი ხოსე კასტილეხო ემსხვერპლა

ვალენსიის რეგიონში მძვინვარე სტიქიას ესპანელი ფეხბურთელი ხოსე კასტილეხო ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

28 წლის კასტილეხო „ღამურების“ აკადემიის აღზრდილია. სხვადასხვა დროს მას „პატერნაში“, „ელდენსეში“, „კოლონში“, „როდაში“ და ვალენსიის რეგიონის სხვა გუნდებში უთამაშია.

ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურნენ „ვალენსია“ და სხვა ადგილობრივი კლუბები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა ესპანეთში სტიქია მძვინვარებს - ქარიშხალ DANA-ს ვალენსიის რეგიონში წყალდიდობა მოჰყვა, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 202 ადამიანი ემსხვერპლა.

უამინდობის გამო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სამეფო თასის რამდენიმე მატჩი გადადო. ასევე გადაიდო „ვალენსია“ „რეალის“ მატჩი, რომელიც ხვალ „მესტალიაზე“ უნდა გამართულიყო. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსია-რეალის მატჩი გადაიდო
ვალენსია-რეალის მატჩი გადაიდო