ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

მილიარდი ევრო 5 წელიწადში - არაბების ზღაპრული წინადადება ვინისიუსს

საუდის არაბეთში გადაბარგების სანაცვლოდ მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელ ვარსკვლავს, ვინისიუს ჟუნიორს ზღაპრულ პირობებს სთავაზობენ. ცნობილი ესპანური ვებ-გვერდის, Relevo-ს ცნობით, ესპანეთის დედაქალაქში რამდენიმე დღის წინ „ალ-ჰილალის“ ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ, რომელთაც სამეფო კლუბის მე-7 ნომერს ასეთი წინადადებით მიმართეს - ხუთწლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ის ამ ხუთ წელიწადში ხელფასის სახით მილიარდ ევროს მიიღებს, რითაც ბუნებრივია მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

გარდა ასტრონომიული ანაზღაურებისა, თანხმობის შემთხვევაში ვინისიუსი სხვა პრივილეგიებითაც ისარგებლებს, მათ შორის უმთავრესი კი 2034 წლის მუნდიალის ელჩობაა, რომელსაც საუდის არაბეთმა უნდა უმასპინძლოს. წინასწარი ვარაუდით, არაბების შემოთავაზებაზე ვინი ჯერჯერობით უარს იტყვის და მინიმუმ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე სათამაშოდ ევროპაში დარჩება, რადგან სურს „ოქროს ბურთის“ მოსაგებად კიდევ ერთხელ გაიბრძოლოს და გარდა ამისა, ბრაზილიის ნაკრების ლიდერის ამპლუაში პლანეტის უდიდეს საფეხბურთო ფორუმს კარგ ფორმაში შეხვდეს.

როგორც ჩანს, „რეალის“ ხელმძღვანელებმა წამყვანი ფეხბურთელის დაკარგვის საფრთხე იგრძნეს და უახლოეს მომავალში ვინისიუს ჟუნიორთან 2027 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავენ, რომლის მიხედვითაც ის კლუბის ყველაზე შემოსავლიანი ფეხბურთელი უნდა გახდეს. ამჟამად ბრაზილიელი წლიურად 10 მილიონ ევროს იღებს და მასზე მაღალი ხელფასი სამეფო კლუბის ორ მოთამაშეს, კილიან მბაპეს (15 მლნ) და დავიდ ალაბას (10,8 მლნ) აქვს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
UEFA-მ რეალი დასაჯა - რა მოხდა რეალურად ოქროს ბურთზე?
UEFA-მ რეალი დასაჯა - რა მოხდა რეალურად ოქროს ბურთზე?