გაგრა, იბერია 1999, დინამო თბილისი, სამგურალი, სამტრედია, კოლხეთი 1913
Aa
Aa

დინამო დერბიში დამარცხდა, იბერიამ ლიდერობა განიმტკიცა

Crystalbet ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ფარგლებში დღეს კიდევ 3 შეხვედრა გაიმართა. ქობულეთში „კოლხეთმა“ „სამგურალს“ უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა, „დავით პეტრიაშვილზე“ „გაგრამ“ 2:1 „სამტრედია“ დაამარცხა, ხოლო „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამო“ „იბერია 1999“-სთან დამარცხდა (0:2).

ქობულეთში გამართულ შეხვედრაში ანგარიში მატჩის პირველივე წუთზე ავური დარტყმით „კოლხეთის“ფორვარდმა, ლაშა კოხრეიძემ გახსნა (ასისტი გიორგი აბუაშვილის ანგარიშზეა), 75-ზე კი ჯეფერსონ ჯერალდოს პასის შემდეგ წონასწორობა ფერნანდო ბულმა აღადგინა.

„გაგრამ“ „სამტრედიასთან“ მატჩში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა. მასპინძლები მე-6 წუთზე გიორგი ხარებაშვილის პასის შემდეგ ოთარ აფციაურმა დააწინაურა. 48-ე წუთზე დანიელ ოვუსუმ სამტრედიელთა შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 84-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა საგოლე გადაცემას გოლიც მიამატა და „გაგრას“ 3 ქულა მოუტანა.

რაც შეეხება „დინამო არენაზე“ გამართულ მატჩს, აქაც პირველივე წუთზე ანგარიში სტუმრების თავდამსხმელმა, შეიკნე სილამ გახსნა. მე-17 წუთზე „დინამოელები“ რიცხობრივ უმცირესობაში ალექსანდრე კალანდაძემ დატოვა, მას შემდეგ რაც 6 წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო. 32-ე წუთზე კი „იბერიას“ ლამაზად გათამაშებულ კომბინაციას კიდევ ერთი გოლი მოჰყვა - ოთარ მამაგეიშვილის პასის შემდეგ დუბლი შეიკნე სილამ გაიფორმა.

31-ე ტურის პროგრამა ხვალ ორი შეხვედრით დასრულდება. 18:00 საათზე გორში „დილა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო 20:00 საათზე ბათუმის „დინამო“ „თელავს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კიდევ უფრო მეტს იმუშავებს“ - ქეცბაია სალიას ნიუკასლში ტრანსფერზე
“კიდევ უფრო მეტს იმუშავებს“ - ქეცბაია სალიას ნიუკასლში ტრანსფერზე