საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

ზედიზედ მეექვსე ტიტულისთვის - 18-წლამდე მორაგბეების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 16-დან 23 ნოემბრის ჩათვლით ჩეხეთში, ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე ითამაშებს და ოქროს მედლების ზედიზედ მეექვსედ მოპოვებას შეეცდება. მთავარი მწვრთნელის ზურაბ ამონაშვილის ხელმძღვანელობით გუნდი პრესტიჟული ტურნირისთვის უკვე ერთი თვეა ემზადება და სავარჯიშო პროცესის დასკვნით ნაწილში თანაგუნდელებს ლეგიონერებიც შეუერთდნენ.

შეკრების მიმდინარეობისას, 18-წლამდე მორაგბეებმა სამი სპარინგი ჩაატარეს - 20-წლამდე სასელექციო გუნდთან ერთი და „ლელოს“ ჭაბუკთა გუნდთან ორი მატჩი, სადაც აქცენტი მორაგბეების შერჩევასა და სხვადასხვა კომბინაციების დამუშავებაზე გაკეთდა.

კონტინენტის პირველობას ქართველი მორაგბეები მეოთხედფინალში გერმანელებთან თამაშით დაიწყებენ, რომელიც სტარტს 16 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე აიღებს. წარმატების შემთხვევაში უმცროსი ბორჯღალოსნები ნახევარფინალში ნიდერლანდები-რუმინეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან, ფინალი კი 23 ნოემბერს არის დაგეგმილი. ამონაშვილმა ევროპის ჩემპიონატისთვის 36-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დღეს დაასახელა, საიდანაც 26 საუკეთესოს 8 ნოემბრამდე შეარჩევს.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილების მიღების თვალსაზრისით, 2024 საქართველოს 18-წლამდე ნაკრებისთვის გამორჩეული წელი იყო. მათ გაზაფხულზე ექვსი ერის ფესტივალზე, ხოლო ზაფხულში სამხრეთ აფრიკაში 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე იასპარეზეს.

36-კაციანი შემადგენლობა

შერკინება: დაჩი ჭელიძე (ლელო), საბა კილაძე (ხვამლი), ნიკოლოზ კოროხაშვილი (ლელო), გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი, საფრანგეთი), დავით არჩვაძე (ლელო), ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), გოჩა ფიცხელაური (ლელო), არჩილ ნოზაძე (აჟენი, საფრანგეთი), ნიკოლოზ ჯინჭარაძე (ლელო), დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი), თორნიკე ტორაძე (აია), ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), პაატა ჩაკვეტაძე (აია), გიორგი მეფარიშვილი (აია), მიხეილ შიოშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ლუკა ნარსია (აია), ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), ლუკა გაბუნია (აია), გიორგი ზაზაძე (ხარები), გიორგი არძენაძე (ბათუმი);

ხაზი: თემურ ძოძუაშვილი (აია), გოგა უშვერიძე (აია), დავით წიკლაური (ხვამლი), გიგი სირბილაძე (ლელო), ამირან ბიწკინაშვილი (ლელო), ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), დემეტრე დევდარიანი (სენტ მერის კოლეჯი, ინგლისი), ნიკოლოზ ლობჟანიძე (ლელო), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), დათა ახვლედიანი (ლელო), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), საბა შარვაშიძე (აია), ივა კვირიკაშვილი (ლელო), ავთანდილ ზვიადაძე (აია), ანდრია ნიქაბაძე (წიქარა).  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
18 წ. | ტიტულის დაცვას გერმანიით ვიწყებთ
18 წ. | ტიტულის დაცვას გერმანიით ვიწყებთ