პოზიტიური სიახლე - ცნობილია, რამდენ მატჩს გამოტოვებს გოგლიჩიძე
„ინტერთან“ მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო საბა გოგლიჩიძე მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს. შესაბამისი გადაწყვეტილება სერია ა-ს სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო.
შესაბამისად, ახალგაზრდა ქართველი მცველი „ემპოლის“ მხოლოდ 4 ნოემბერს, „კომოს“ წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძე „ინტერთან“ მატჩის პირველ ტაიმში მსაჯმა მარკუს ტიურამთან უხეშობის გამო გააფრთხილა, თუმცა შემდეგ ეპიზოდი ვიდეორეფერიმ განიხილა, გამეორების სანახავად მთავარ არბიტრსაც უხმო, რასაც ყვითელი ბარათის გაუქმება და საბას მოედნიდან გაძევება მოჰყვა. კაცნაკლული ტოსკანელები „ნერაძურისთან“ 0:3 დამარცხდნენ.
აქვე გეტყვით, რომ „ინტერთან“ მარცხის შემდეგ, „ემპოლის“ 11 ქულა დარჩა. საბა გოგლიჩიძისა და საბა საზონოვის გუნდი სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება.