ხვიჩა კვარაცხელია, ადემოლა ლუკმენი
Aa
Aa

კვარა თუ ლუკმენი? არჩევის გაკეთება რთულია - ნაპოლის ყოფილი მწვრთნელის კომენტარი

„ნაპოლისა’’ და ბერგამოს „ატალანტას’’ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ბორტოლო მუტიმ 1 Football Club-თან ინტერვიუში ანტონიო კონტეს ფორმაციის „ნაპოლიზე’’, ხვიჩა კვარაცხელიასა და ადემოლა ლუკმენზე ისაუბრა. სერია A-ს მომდევნო ტურში „ნაპოლი’’ ბერგამოს „ატალანტას’’ უმასპინძლებს და საუბარი ამ მატჩის კონტექსტში გაიმართა.

კითხვა: „თქვენს იდეალურ გუნდში კვარასა და ოსიმენს შორის არჩევანს რომელზე შეაჩერებთ?’’

მუტი: „ამ კითხვაზე აშკარა პასუხის გაცემა რთულია, რადგან კვარა უფრო მეტად მრავალმხრივი მოთამაშეა, ლუკმენი კი ძალიან ძლიერია. ასე რომ, მათ შორის არჩევანის გაკეთება რთულია. მოდით, დავტოვოთ ისე, როგორც არის: კვარა „ნაპოლიში’’, ლუკმენი „ატალანტაში’’.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონის სერია A-ში 10 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. გასულ ტურში „მილანთან'' ბრწყინვალე გოლი გაიტანა. რაც შეეხება ლუკმენს, მან იტალიის ჩემპიონატის 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის სამ შეხვედრაში გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

ბორტოლო მუტიმ „ნაპოლი’’ – „ატალანტას’’ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა: „დაცვაში ძალიან მაგრად თამაში და შეტევაში მწვავე შეტევების განხორციელება კონტეს დნმ-შია. კარგი თამაში იქნება, რადგან შეტევაში ორივე გუნდს ისეთი მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც შეტევაში ძალიან საშიშები არიან’’.

სერია A-ს მომდევნო ტურში „ნაპოლი'' - „ატალანტა'' 3 ნოემბერს, 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები