მაიკ ტაისონი, ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ჰოლოუეის დანოკაუტებას სუპერ ნიჭი სჭირდება“ - ტაისონი თოფურიაზე

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა.

როდესაც პრესკონფერენციაზე ტაისონს თოფურიას შესახებ აზრის დაფიქსირება სთხოვეს, „რკინის მაიკს“ ქართველი მებრძოლის სახელი და გვარი არ ეცნო, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა განუმარტეს, რომ ილიამ საჩემპიონო ქამრის დაცვისას მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა.

რა თქვა მაიკ ტაისონმა:

„მან მაქსი დაანოკაუტა? ვაუ! ეს ბრძოლა არ მინახავს, მაგრამ თუ თოფურიამ მაქსი დაანოკაუტა, ეს ნამდვილად განსაკუთრებული რამაა. ჰოლოუეის დამარცხება ძალიან რთულია, ეს მე ძალიან კარგად ვიცი. ამიტომ პირველ რიგში მინდა ილია თოფურიას მივულოცო. ასევე მინდა ვუთხრა, რომ ამავე მენტალიტეტით გააგრძელოს. მე ჩხუბისთვის ვემზადები და ეს ბრძოლა არ მინახავს, მაგრამ თუ მან მაქსი დაანოკაუტა, ამას სუპერ ნიჭი სჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის აბუ-დაბიში, UFC 308-ზე დაუპირისპირდა და მე-3 რაუნდში გათიშა. ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა UFC-ში ქართველმა ქამარი დაიცვა.

ილიას მსგავსად, ქამრის მოქმედი მფლობელი მერაბ დვალიშვილია, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში.

აღსანიშნავია, რომ ჰოლოუეიმ კარიერაში 34-ე ბრძოლა გამართა და ნოკაუტით პირველად წააგო. ილიამ კი MMA-ში 16-დან 16-ვე შეხვედრა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიასთვის, ან ლოპესისთვის - ვოლკანოვსკი მზადებას შეუდგა
თოფურიასთვის, ან ლოპესისთვის - ვოლკანოვსკი მზადებას შეუდგა