პაუ კუბარსი
Aa
Aa

„ჩვენც ჯილდოს გარეშე დავრჩით, მაგრამ ჩავედით“ - კუბარსი რეალის პროტესტზე

„ოქროს ბურთის“ წლევანდელმა დაჯილდოების ცერემონიამ წლის საუკეთესო გუნდად დასახელებული მადრიდის „რეალის“ პროტესტის გამო, საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. მას შემდეგ რაც „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლებმა შეიტყვეს, რომ პრესტიჟულ ჯილდოს არა ვინისიუს ჟუნიორი, არამედ „მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი როდრი იღებდა, პროტესტის ნიშნად საფრანგეთის დედაქალაქში საერთოდ არ ჩავიდნენ და ამ გზით უეფასა და France Football-ს ბოიკოტი გამოუცხადეს.

მადრიდელების საქციელზე კომენტარის გაკეთება „ბარსელონას“ 17 წლის ცენტრალურ მცველს პაუ კუბარსის თხოვეს და ისიც კასტილიელების საჯაროდ გაკრიტიკებას არ მოერიდა.

რა თქვა კუბარსიმ

მე და დანი ოლმოს არც ერთი პრიზი არ მიგვიღია, მაგრამ პარიზში მაინც ჩავედით. გვინდოდა დავმტკბარიყავით იმ მომენტით, რომელიც ჩემი აზრით, ნებისმიერი ფეხბურთელის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი უნდა იყოს. თუნდაც არაფერი მოიგო, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების ტოპ-ოცეულში მოხვედრაც საამაყოა და ამის უგულებელყოფა დანაშაულია.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ გამოკითხვის შედეგად 2024 წლის საუკეთესო გუნდად, ხოლო სამეფო კლუბის იტალიელი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. თუმცა, იმის გამო, რომ „ბლანკოსის“ არც ერთი წარმომადგენელი ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა, პრიზები მათ ესპანეთის დედაქალაქში გაუგზავნეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ისევე როგორც კრიშტიანუს შემთხვევაში - რეალი ვინისიუსს ბოლომდე იცავს
ისევე როგორც კრიშტიანუს შემთხვევაში - რეალი ვინისიუსს ბოლომდე იცავს