ილია თოფურია, დიეგო ლოპესი
Aa
Aa

„უკან არ დავიხევ“ - ლოპესს თოფურიასთან ჩხუბი სურს

დიეგო ლოპესს სურს, რომ ქვემსუბუქ წონაში UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვოს, რომელიც ამჟამად ილია თოფურიას ეკუთვნის.

ბრაზილიელმა მებრძოლმა MMA Junkie-სთან ინტერვიუში თქვა, რომ უნდა, „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე გახდეს, რადგან ამას იმსახურებს იმ შედეგების გათვალისწინებით, რაც მას 2024 წელს ჰქონდა.

ლოპესი ირწმუნება, რომ ილიასთან ჩხუბის არ ეშინია და შეუძლია, მას ქამარი წაართვას.

რა თქვა დიეგო ლოპესმა:

„ჩემთვის რომ ეკითხათ, რა არგუმენტები მაქვს იმისთვის, რომ შემდეგი მეტოქე გავხდე, ასე ვუპასუხებდი: მე ძალიან წარმატებული პერიოდი მაქვს - ამ წელს რეიტინგში სამი ადამიანი დავამარცხე და მე-3 ადგილზე ვარ. თოფურიამ 2 მებრძოლი დაამარცხა, რომლებიც რეიტინგში ჩემზე მაღლა არიან“.

„ჩვენ დივიზიონის ახალი სისხლი ვართ და ეს ბრძოლა დივიზიონის განახლება იქნება. ვფიქრობ, დიდი ხანი საჩემპიონო ბრძოლები ან ვოლკანოვსკისთან ტარდებოდა ან ჰოლოუეისთან, ეს ბრძოლა კი განახლება იქნება“.

„მე ხელებში ძლიერი ძალა მაქვს. უდავოა, რომ ჩემს დარტყმებს ფეთქებადი ძალა აქვს და ყველაზე მთავარი - მე არავის არ მეშინია“.

„თუ ბრძოლა მართლა შედგება, ეს იქნება ნამდვილი დაპირისპირება და უკან არ დავიხევ. ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში ვარ და მაქვს არგუმენტები, რათა ეს სატიტულო ჩხუბი მოვითხოვო“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის აბუ-დაბიში, UFC 308-ზე დაუპირისპირდა და მე-3 რაუნდში გათიშა. ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა UFC-ში ქართველმა ქამარი დაიცვა.

ილიას მსგავსად, ქამრის მოქმედი მფლობელი მერაბ დვალიშვილია, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში.

აღსანიშნავია, რომ ჰოლოუეიმ კარიერაში 34-ე ბრძოლა გამართა და პირველად დაანოკაუტეს. ილიამ MMA-ში 16-დან 16-ვე შეხვედრა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია მახაჩევს საბმიშენით ვერ დაამარცხებს...“ - რას ამბობს ვოლკანოვსკი
„თოფურია მახაჩევს საბმიშენით ვერ დაამარცხებს...“ - რას ამბობს ვოლკანოვსკი