ბასილაშვილი სეულის ჩელენჯერის ნახევარფინალშია
საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ჩელენჯერის ნახევარფინალში გავიდა.
მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე იაპონელი ჰიროკი მორია იყო, რომელიც ნიკამ 2 სეტში, 6:3, 6:4 დაამარცხა.
ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე ფრანგ ესკოფიერსა და ავსტრალიელ ტუს შორის გამარჯვებული იქნება.
ცნობისთვის, სეულის ჩელენჯერი 100-ქულიანი ტურნირია, რომლის საპრიზო ფონდიც წელს 133 250 დოლარს შეადგენს.