გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

21-კაციანი სია - მიქაუტაძე ლილთან თამაშისთვის მზადაა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურში „ლილი’’ „ლიონს’’ მიიღებს. „ლიონის’’ ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე გამოჯანმრთელდა და აღნიშნული მატჩისთვის მზადაა.

 „ლიონის’’ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა „ლილთან'' მატჩისთვის 21-კაციანი სია დაასახელა, ამ სიაშია ქართველი თავდამსხმელი.

ლიგა 1-ის გასულ ტურში მიქაუტაძემ „ოსერთან’’ დუბლი შეასრულა, შემდეგ დღეებში თავს შეუძლოდ გრძნობდა და რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა, თუმცა გამოჯანმრთელდა და დიდი ალბათობით დღეს გვიან ღამით „ლილის’’ წინააღმდეგ მოედანზე ვიხილავთ.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ 9 მატჩში (4 სასტარტოში) 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. აღნიშნული სამი საგოლე მოქმედება ბოლო ორი მატჩიდანაა, „ლე ავრთან'' საგოლე პასი, „ოსერთან'' დუბლი. ევროპა ლიგაზე „ოლიმპიაკოსთან'' და „ბეშიქთაშთან'' სათადარიგოთა სკამზე იჯდა, საჟმა მატჩის მიწურულს გამოიყვანა მინდორზე, „რეინჯერსთან'' მატჩის ბოლომდე სკამზე დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები