ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

UFC 310-ის მთავარი მოვლენა პერეირა-ანკალაევის ჩხუბი იქნება | MMA Mania

8 დეკემბერს, ნევადაში UFC 310 გაიმართება, რომლის მთავარი მოვლენა ბელალ მუჰემედისა და შავკატ რახმანოვის ბრძოლა უნდა ყოფილიყო.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ბრძოლას ჩაეხსნა და ქამარს ვეღარ დაიცავს.

ბელალ მუჰამედმა Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ფეხზე ძვლის ინფექცია დაუდგინდა.

მომდევნო 6 თვე ფიზიკური დატვირთა აკრძალულია. ალაჰის გეგმა საუკეთესოა. მალე დავბრუნდები“, - წერს მუჰამედი.

როგორც MMA Mania წერს, UFC-მ ტურნირის ახალი მთავარი მოვლენის დაორგანიზება დაიწყო და ქვემძიმე წონაში ბრაზილიელ ჩემპიონს, ალექს პერეირას, დაღესტნელ მაგომედ ანკალაევთან ჩხუბი შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ მუჰამედმა ბოლოს 2024 წლის ივლისში იჩხუბა, სადაც მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ინგლისელი ლეონ ედვარდსი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

რაც შეეხება რახმონოვს, მისი ბოლო ჩხუბი 2023 წლის დეკემბრით თარიღდება, როდესაც ყაზახმა მებრძოლმა მახრჩობელა ილეთით ამერიკელ სტივენ ტომპსონს სძლია.

აღსანიშნავია, რომ რახმონოვს MMA-ში 18 ჩხუბი აქვს ჩატარებული, საიდანაც 18-ვეში მან ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველები რუსეთს უნდა უმადლოდენ“ - შარა ბულეტი მერაბ დვალიშვილს
„ქართველები რუსეთს უნდა უმადლოდენ“ - შარა ბულეტი მერაბ დვალიშვილს